34 წლის გამთამაშებლის აგენტმა გამოაქვეყნა ოფიციალური განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ რიკელმე გაგებით ეკიდება ფანების მოთხოვნას, მაგრამ გადაწყვეტილების შეცვლას არ აპირებს.
შეგახსენებთ, რომ არგენტინელმა "ბოკას" ფანები შოკში რამდენიმე დღის წინ გაკეთებული განცხადებით ჩააგდო - ამ კლუბს ვეღარაფერს მივცემ და უნდა წავიდეო. რიკელმეს ამ განცხადებას წინ უძღოდა ლიბერტადორესის თასის ფინალში განცდილი მარცხი...
არგენტინული მედიის ინფორმაციით, რიკელმემ "ბოკა ხუნიორსის" დატოვება, პირველ
უახლესი ცნობების თანახმად, რიკელმეს არგენტინული კლუბები, "ტიგრე" და "არხენტინოს ხუნიორსი" ეპატიჟებიან.
დაინტერესება გამოხატეს ბრაზილიური "ფლამენგოს" ბოსებმაც. ყველაზე მეტად კი ჩინური "შანხაი" აქტიურობს - გუნდი, რომელმაც დიდიე დროგბა გადაიბირა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"