"აფრიკის საუკეთესო ფეხბურთელის" ნომინანტები ცნობილია

AutoSharing Option
აფრიკის ფეხბურთის კონფედერაციამ დაასახელა ის 10 ფეხბურთელი, რომელიც წლის საუკეთესო მოთამაშის ტიტულზე აცხადებს პრეტენზიას.

აღსანიშნავია, რომ სიაში ვერ მოხვდა მახაჩყალის "ანჟის" ფეხბურთელი და ამ ტიტულის 4-გზის მფლობელი (რეკორდი) სამუელ ეტო'ო.

სამაგიეროდ, 10 საუკეთესოში დასახელდა კრისტოფერ კატონგო - ზამბიის ნაკრების ფეხბურთელი, რომლის ეროვნულმა გუნდმა აფრიკის ერთა თასი მოიგო.

ასევე სიაში არის შარშანდელი გამარჯვებული იაია ტურე და მესამე ადგილზე გასული ანდრე აიუ. აი, 2011 წელს მეორე ადგილის დამკავებელი სეიდუ კეიტა ნომინანტებში ვერ მოხვდა.

ყველა ნომინანტი: ალექსანდრ სონგი ("ბარსელონა", კამერუნი), ანდრე აიუ ("მარსელი",
განა), კრისტოფერ კატონგო ("ჰენანი", ზამბია), დემბა ბა ("ნიუკასლი", სენეგალი), დიდიე დროგბა ("ჩელსი"/"შანხაი", კოტ დივუარი), ჟერვინიო ("არსენალი", კოტ დივუარი), ჯონ ობი მიკელი ("ჩელსი", ნიგერია), პიერ-ემერიკ ობამეიანი ("სენტ ეტიენი", გაბონი), იაია ტურე ("მანჩესტერ სიტი", კოტ დივუარი) და იუნეს ბელჰანდა ("მონპელიე", მაროკო).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული