რონალდინიო "ატლეტიკო მინეიროში" ერთი წლით

AutoSharing Option
"ატლეტიკო მინეიროს" პრეზიდენტმა ალეშანდრე კალილმა საკუთარ "ტვიტერზე" დაწერა, რომ რონალდინიო კლუბში კიდევ ერთი წლით დარჩება.

32 წლის ფეხბურთელს მოქმედი ხელშეკრულება 2012 წლის 31 დეკემბერს უმთავრდება, რის გამოც პრესაში მის "ფლუმინენსეში" შესაძლო ტრანსფერზე ხშირად წერდნენ, მაგრამ "ატლეტიკოს" პრეზიდენტმა ყველანაირი ჭორი გააქარწყლა.

რონალდინიო შესანიშნავ სეზონს ატარებს. "გაუჩომ" სერია A-ს 31 თამაშში 11 გოლი გაიტანა და 9 საგოლე პასი გააკეთა, მისი გუნდი კი მესამე პოზიციაზეა და მომავალი სეზონის ლიბერტადორესის თასის საგზური უკვე განაღდებული აქვს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული