32 წლის ფეხბურთელს მოქმედი ხელშეკრულება 2012 წლის 31 დეკემბერს უმთავრდება, რის გამოც პრესაში მის "ფლუმინენსეში" შესაძლო ტრანსფერზე ხშირად წერდნენ, მაგრამ "ატლეტიკოს" პრეზიდენტმა ყველანაირი ჭორი გააქარწყლა.
რონალდინიო შესანიშნავ სეზონს ატარებს. "გაუჩომ" სერია A-ს 31 თამაშში 11 გოლი გაიტანა და 9 საგოლე პასი გააკეთა, მისი გუნდი კი მესამე პოზიციაზეა და მომავალი სეზონის ლიბერტადორესის თასის საგზური უკვე განაღდებული აქვს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"