გოლის ფიქსაციის სისტემას პირველად "იოკოჰამას" სტადიონზე გამოსცდიან

AutoSharing Option
ფიფა კარის აღების ავტომატურად დამდგენ სისტემებს: GoalRef-სა და Hawk-Eye-ს პირველად მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე გამოსცდის, რომელიც სტარტს 6 დეკემბერს, იაპონიის არენებზე "იოკოჰამასა" და "ტოიოტაზე" აიღებს.

სისტემა GoalRef "იოკოჰამაზე" გამართულ მატჩებს გააკონტროლებს, Hawk-Eye კი "ტოიოტაზე".

"ხვალ პირველად ვიხილავთ ოფიციალურ მატჩში კარის აღების ავტომატური სისტემის მუშაობას, - თქვა ფიფას გენერალურმა მდივანმა ჟერომ ვაკლემ. - ყველა ტესტმა წარმატებით ჩაიარა ისევე, როგორც ფუნქციონალურობის საფინალო შემოწმებამ".

VideoSportall.Ge
ფიფა კარის აღების ტექნოლოგიებს გამოცდის


დანიურ-გერმანული სისტემა GoalRef გოლს მაგნიტური სენსორების მეშვეობით ადგენს, რომელიც მხოლოდ სპეციალური ბურთის მოძრაობას აფიქსირებს.

რაც შეეხება Hawk-Eye-ს, რომელიც უკვე ფართოდ გამოიყენება ჩოგბურთსა და კრიკეტში, გოლს კამერების მეშვეობით აფიქსირებს.

ფიფაში აღნიშნავენ, რომ ელექტრონული სისტემები მხოლოდ არბიტრის დამხმარეებად განიხილება და საბოლოო გადაწყვეტილებას მაინც ადამიანი მიიღებს. შესაბამისად, რეფერის, რომელიც სისტემის მონაცემთა სიზუსტეში ამა თუ იმ მიზეზით დაეჭვდება, სრული უფლება აქვს, უყურადღებოდ დატოვოს ის.

ასევე იხილეთ:

ფიფას რევოლუციური გადაწყვეტილება: კარის აღებას ტექნიკა დაადგენს
ფიფას პრეზიდენტი: ფეხბურთში "ელექტრონული" ბურთი გვჭირდება
მიშელ პლატინი: ფიფა ისტორიულ შეცდომას უშვებს
ინგლისი-უკრაინა 1:0 - ერთი მოპარული გოლი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული