გამარჯვება ლორენცო ინსინიეს ჯადოსნური დარტყმით

AutoSharing Option
ისრაელში სტარტი აიღო ევროპის ახალგაზრდულმა ჩემპიონატმა. გაიმართა A ჯგუფის პირველი ტურის მატჩები.

პირველ შეხვედრაში მასპინძელთა ნაკრები 2:2 დაუზავდა ნორვეგიას, რომელმაც ერთი ტაიმი 10 კაცით ითამაშა.

ჩემპიონატის პირველი გოლი ისრაელის კაპიტანმა ნირ ბიტონმა მე-16 წუთზე გაიტანა. მალე მარკუს პედერსენმა გაათანაბრა, მაგრამ ტაიმის მიწურულს ვეგარ ჰედენსტადმა წითელი ბარათი მიიღო.

მეორე ტაიმში შეცვლაზე შესულებმა იმარჯვეს - ჯერ ალონ ტურგემანმა დააწინაურა მასპინძლები, 90-ე წუთზე კი ჰარმეეტ სინგჰმა 10 კაცით მოთამაშე ნორვეგიას ქულა მოუტანა.

ზედიზედ 889 წუთი არ ჰქონდათ ბურთი გაშვებული სტიუარტ პირსის გაწვრთნილ ახალგაზრდა
ინგლისელებს და ეს ლორენცო ინსინიემ მატჩის მიწურულს შეძლო, რის გამოც იტალია ჯგუფში ფავორიტად იქცა. ახლა მხოლოდ 3 ქულა აშორებს იტალიელებს ნახევარფინალამდე. ინსინიემ დიდებულად შეასრულა საჯარიმო დარტყმა და ინგლისელთა 9-მატჩიანი მოგებათა სერიაც შეწყვიტა.

ისრაელი-ნორვეგია 2:2
გოლები: 1:0 ბიტონი (16), 1:1 პედერსენი (24), 2:1 ტურგემანი (71), 2:2 სინგჰი (90)
ისრაელი (4-4-2): კლეიმანი - დასა, გოტლიბი, ბენ ჰარუში, ტავათა - კალებატი, კაბჰა (38. კრიაფი), ბიტონი (74. ცაგური), გოლასა - ბარუჩი (57. ტურგემანი), დაბური.
ნორვეგია (4-3-3): ნილანდი - ელაბდელაუი, ბერგე, სტრანდბერგი, ჰედენსტადი - ეიკრემი, იოჰანსენი, კონრადსენი (76. სინგჰი) - დე ლანლაი (46. ლინესი), პედერსენი, ბერგეტი (76. კალევიკი) 
გაძევება: ჰედენსტადი (44) 

ინგლისი-იტალია 0:1
გოლი: 0:1 ინსინიე (79)
ინგლისი (4-2-3-1): ბატლენდი - კლაინი, დოუსონი, კოულკერი, რობინსონი - ჰენდერსონი, ლოუ - რედმონდი, შელვი (75. მაკიხრენი), სორდელი (65. ჩალობა) - უიკჰემი (82. დელფუნესო).
იტალია (4-4-2): ბარდი - დონატი, ბიანკეტი, კალდიროლა, ბირაგი - ფლორენცი, მარონე (86. როსი), ვერატი, ინსინიე - ბორინი (78. დესტრო), იმობილე (60. გაბიადინი).

B ჯგუფი

6 ივნისი
ესპანეთი-რუსეთი 20:00
ჰოლანდია-გერმანია 22:30

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
აღთქმულ მიწაზე მომავლის ვარსკვლავები აციმციმდებიან
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული