ქალაქ ნოვი სადის სასტუმრო "პარკი" 2004 წლიდან მისი საკუთრება იყო. 8 ივნისს დილით ექსცენტრიული პრეზიდენტი გარდაცვლილი ნახეს. ოფიციალურად სიკვდილის მიზეზი არ გამოქვეყნებულა, თუმცა ძალადობის ნიშნები პოლიციამ ვერ ნახა.
56 წლის ბუტოროვიჩი სამშობლოში ბატა კან კანის მეტსახელით იყო ცნობილი. ის ასევე იყო ჩერნოგორიის კრივის ფედერაციის ბოსი და საკალათბურთო კლუბ "რანდიჩკის" მფლობელი.
2008 წელს ბუტოროვიჩი მსაჯის მოსყიდვისთვის ციხეშიც იჯდა.
შეგახსენებთ, რომ მისი პრეზიდენტობის პერიოდში გუნდში გიორგი მერებაშვილი და მიხეილ ხუციშვილი თამაშობდნენ.