იტალია-იაპონია 4:3 - "სკუადრა აძურამ" ნახევარფინალი მაინც გაინაღდა [VIDEO]

AutoSharing Option
კონფედერაციათა თასის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში იტალიის ნაკრებმა იაპონელებს დაძაბულ ბრძოლაში ანგარიშით 4:3 მოუგო და ნახევარფინალის საგზური მოიპოვა.

"სკუადრა აძურას" რიგებში თავი დანიელე დე როსიმ (41-ე წუთი), მარიო ბალოტელიმ (52-ე, პენალტი) და სებასტიან ჯოვინკომ (86-ე) გამოიჩინეს.

იტალიელებს კიდევ ერთი ბურთით იაპონელთა მცველი აცუტო უტიდაო წაეხმარა (50-ე), რომელმაც საკუთარ კარში გაიტანა.

"ამომავალი მზის ქვეყნის" გუნდიდან იტალიელთა კარში გატანა კეისუკე ჰონდამ (21-ე, პენალტი), შინჯი კაგავამ (33-ე) და შინჯი ოკაძაკიმ (69-ე) შეძლეს.

ამ მატჩის შემდეგ იტალიელთა აქტივში, ისევე, როგორც მასპინძელ ბრაზილიელთა შემთხვევაში, 6
ქულაა, რამაც ამ ორ გუნდს ნახევარფინალის საგზური ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის წინ გაუნაღდა.

იხილეთ ვიდეო

Sportall.Ge


მატჩის შემდგომი კომენტარები:
ჩეზარე პრანდელი: იმ გაშვებული ორი გოლის შემდეგ აღარ ვიცოდით, რა გვექნა
ალბერტო ძაკერონი: იაპონიის ნაკრები "ბარსელონას" სტილში ვათამაშე

ასევე იხილეთ:
ბრაზილია-მექსიკა 2:0 - ნეიმარმა მექსიკა დაძირა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული