ამ დრამატულ მატჩში გამარჯვებით "სკუადრა აძურამ" ტურნირის ნახევარფინალში გააღწია.
მატჩის დასრულების შემდეგ იტალიელთა მთავარმა მწვრთნელმა ჩეზარე პრანდელიმ აღნიშნა, რომ მის შეგირდებს ეს გამარჯვება დიდ ფასად დაუჯდათ.
"ჩვენ ორი გოლი მატჩის დასაწყისშივე გავუშვით და აღარ ვიცოდით, რა უნდა გვექნა.
შემდეგ ნელ-ნელა გონს მოვეგეთ და ავთამაშდით კიდეც, მაგრამ ბოლოს ანგარიშის შენარჩუნებაზე ვზრუნავდით, რადგან ძალა აღარაფრისთვის შეგვრჩა.
ასეთ დროს თავს კარგავ და ამიტომ
მომეწონა, რომ გუნდი შედეგის მისაღწევად უკან არაფერზე იხევდა. რაღაც ეპიზოდებში შეგვეძლო, დავმშვიდებულიყავით, მაგრამ ამის მაგივრად, ბრძოლას მაინც ვაგრძელებდით", - აქვეყნებს პრანდელის ნათქვამს Football Italia.
ასევე იხილეთ:
იტალია-იაპონია 4:3 - "სკუადრა აძურამ" ნახევარფინალი მაინც გაინაღდა [VIDEO]