ალბერტო ძაკერონი: იაპონიის ნაკრები "ბარსელონას" სტილში ვათამაშე

AutoSharing Option
19 ივნისს, ბრაზილიაში მიმდინარე კონფედერაციათა თასზე, ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში იტალიის ეროვნულმა გუნდმა იაპონიის ნაკრები დაძაბულ ბრძოლაში, ანგარიშით 4:3 დაამარცხა.

იაპონელთა მთავარმა მწვრთნელმა, იტალიელმა ალბერტო ძაკერონიმ, თავისი გუნდის თამაშში "ბარსელონას" სტილი დაინახა და ამის შესახებ მატჩის შემდეგ ღიად ისაუბრა.

"ჩვენი იდეა იმაში მდგომარეობდა, რომ მეტ-ნაკლებად გვეჩვენებინა ის ფეხბურთი, რომელსაც "ბარსელონა" და ესპანეთის ნაკრები თამაშობენ - მოგვექცია მეტოქე წნეხის ქვეშ და თამაშის უმეტეს დროს თავად გაგვეკონტროლებინა ბურთი.

ამ გეგმამ თითქმის მთელი პირველი ტაიმის განმავლობაში იმუშავა".


ჯგუგური ეტაპის ბოლო ტურში იტალიელები და
ბრაზილიელები პირველი ადგილისთვის იბრძოლებენ, იაპონელები კი მექსიკელებს დაუპირისპირდებიან. ორივე შეხვედრა 22 ივნისს გაიმართება.

ასევე იხილეთ:
იტალია-იაპონია 4:3 - "სკუადრა აძურამ" ნახევარფინალი მაინც გაინაღდა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული