დავიდ ლუისი ცხვირის ოპერაციას გაიკეთებს

AutoSharing Option
კონფედერაციათა თასის მატჩში, ბრაზილიასა და მექსიკას შორის, დავიდ ლუისმა ცხვირი გაიტეხა.

ბრაზილიელი მცველი პირველი ტაიმის ერთ-ერთ ეპიზოდში თავისივე კაპიტან ტიაგო სილვას შეეჯახა. თამაში რამდენიმე წუთით შეწყდა, თუმცა ლუისმა თამაშის გაგრძელება შეძლო.

ოპერაციის შემდეგ დავიდ ლუისი თამაშს მხოლოდ ნიღბით შეძლებს.

ლონდონის "ჩელსის" ფეხბურთელებმა ამ სეზონში ერთგვარი ჰეთ თრიკი შეასრულეს: ცხვირები გაიტეხეს და გარკვეული დროით ნიღბებით თამაშობდნენ ფერნანდო ტორესი და დემბა ბა.

ასევე იხილეთ:
ბრაზილია-მექსიკა 2:0 - ნეიმარმა მექსიკა დაძირა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული