ფერნანდო ტორესი: ტაიტის ნაკრები ძალიან მომეწონა

AutoSharing Option
ესპანეთის ნაკრების ფორვარდმა ფერნანდო ტორესმა ტაიტის ეროვნულ გუნდთან (10:0) კონფედერაციათა თასის მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ ტორესმა აღნიშნულ შეხვედრაში პოკერი შეასრულა.

"ძალიან მომეწონა ტაიტის ნაკრები. ბიჭები მთელი მატჩის განმავლობაში ღირსეულად და მონდომებით თამაშობდნენ.

ისინი თამაშისგან სიამოვნებას იღებდნენ. არავინ ცდილობდა ჩვენს მოჩეხვას მხოლოდ იმის გამო, რომ კარებთან ახლოს არ მივსულიყავით. ტაიტელები ცდილობდნენ, ფეხბურთი ეთამაშათ და ეს დასაფასებელია.

მატჩის შემდეგ მათთან ფოტოები გადავიღეთ. ძალიან სასიამოვნო იყო მათი გახარებული სახეების ხილვა. ისინი ბედნიერები იყვნენ.

ოთხი გოლის გატანა მოვახერხე. ყოველთვის ვოცნებობდი, "მარაკანაზე" გოლი
გამეტანა, მაგრამ ერთი კი არა, ოთხი შევაგდე, ეს ნამდვილი ოცნებაა.

მიუ
ხედავად იმისა, რომ მეტოქე მაღალი დონის არ იყო, კონცენტრაცია არ მოგვიკლია. ისე ვთამაშობდით, თითქოს ფინალი ყოფილიყო.

ყველას ვანახვ
ეთ, რომ პროფესიონალები ვართ. წინ ნიგერიასთან შეხვედრა გველის, სადაც შევეცდებით, ჯგუფში პირველი ადგილი გავინაღდოთ", - თქვა ტორესმა.

იხილეთ ვიდეო

Sportall.Ge


მომზადებულია Goal.com-ის მიხედვით

ასევე იხილეთ:
ესპანეთი-ტაიტი 10:0 - განადგურება ასტრონომიული ანგარიშით [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 1 /
"ყველას ვანახვეთ" აშკარად ამას იტყოდა ტორესი
Dinamo Fan
21:32 21-06-2013
0

სიახლეები პოპულარული