ლოგოტიპი, რომელიც პორტუგალიურმა დიზაინერულმა სააგენტო Brandia Central-მა შექმნა, ეხმიანება კონკურსში წარმოდგენილ ტურნირის დევიზს - "ფეხბურთის ხელოვნების ზეიმი".
აღნიშნავენ, რომ ლოგოტიპში განსხვავებული მხატვრული მიმართულებები და საფეხბურთო ელემენტებია გაერთიანებული, რომლებიც ცენტრში განთავსებულ ანრი დელონეს თასს გარს აკრავს.
ევროპის ჩემპიონატი საფრანგეთში 2016 წლის 10 ივნისს დაიწყება და ზუსტად ერთ თვეს გასტანს.