27 ივნისს გამართულ შეხვედრაში "სკუადრა აძურა" ტოლ-სწორად ეთამაშა მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონებს და მხოლოდ პენალტების სერიაში დამარცხდა.
აღსანიშნავია, რომ ტურინის "იუვენტუსის" გოლკიპერმა, ისევე, როგორც მისმა ვიზავიმ იკერ კასილიასმა, შვიდიდან ვერცერთი პენალტის მოგერიება შეძლო.
"ძალიან საინტერესო თამაში გამოვიდა, რომელშიც უამრავი ორთაბრძოლა ვიხილეთ.
ჩვენ გვქონდა გამარჯვების იმედი და რა თქმა უნდა, ძირითად დროში მეტსაც ვიმსახურებდით, თუმცა
ბოლოსკენ ჩვენს სამ-ოთხ ფეხბურთელს ფიზიკურად ძალიან გაუჭირდა და ამიტომ იყო, ბურთს ხშირად რომ ვკარგავდით.
მოკლედ, კარგი შესაძლებლობა გავუშვით ხელიდან, თუმცა წინსვლა უნდა გავაგრძელოთ", - თქვა ბუფონმა.
30 ივნისს (თბილისის დროით უკვე 1 ივლისი იქნება) ესპანეთის ნაკრები ფინალში ბრაზილიას შეხვდება, იტალია კი მესამე ადგილისთვის მატჩში ურუგვაის დაუპირისპირდება.
იხილეთ ვიდეო
იხილეთ ფოტოგალერეა
ასევე იხილეთ:ესპანეთი-იტალია 0:0 (7:6) - უფრო იღბლიანი "ფურია როხა" [VIDEO]