ფინალამდე 6 საათით ადრე კი, ქალაქ სალვადორში იტალია და ურუგვაი ერთმანეთს მესამე ადგილისთვის დაუპირისპირდებიან.
გუნდების სავარაუდო შემადგენლობას არ გთავაზობთ, რადგან შეხვედრის უმოტივაციობიდან გამომდინარე, ძალიან დიდია იმის შანსი, რომ მწვრთნელებმა იმ ფეხბურთელებს მისცენ თავის გამოჩენის შესაძლებლობა, ვისაც აქამდე ბევრი არ უთამაშია და ამ პირობებში, ძირითადი შემადგენლობის გამოცნობა პრაქტიკულად შეუძლებელია.
ორივე გუნდმა 1/2 ფინალში ძალიან მტკივნეული მარცხი განიცა
იტალიის და ურუგვაის ერთმანეთში 7 მატჩი აქვთ გამართული და აქ სრული თანაფარდობაა: 2 მატჩი "სელესტემ" მოიგო, 2 "აძურამ", 3 შეხვედრა კი ფრედ დასრულდა.
მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ამ გუნდებს შორის სულ ორი შეხვედრა გაიმართა: 1970 წელს, ჯგუფური ეტაპის მატჩი 0:0 დასრულდა. საბოლოოდ, იმ ჩემპიონატზე ურუგვაი მე-4 ადგილზე გავიდა, იტალიამ კი ფინალი წააგო.
1990 წელს, "სკუარდა აძურამ" ურუგვაის 1/8 ფინალში 2:0 მოუგო. გოლები "ტოტო" სკილაჩიმ და ალდო სერენამ გაიტანეს.
ბოლო დაპირისპირება კი 2011 წელს რომში, "სტადიო ოლიმპიკოზე" შედგა და ურუგვაიმ სებასტიან ფერნანდესის მიერ მატჩის დებიუტში (მესამე წუთზე) გატანილი ერთადერთი გოლის წყალობით მოიგო.
კონფედერაციათა თასი. მატჩი მესამე ადგილისთვის
30 ივნისი
ურუგვაი-იტალია 20:00
ურთიერთშეხვედრები
სულ 7 მატჩი: +2 =3 -2 (5-5)
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"