30 ივნისს, კონფედერაციათა თასზე მესამე ადგილისთვის გამართულ შეხვედრაში "სკუადრა აძურამ" გამარჯვება პენალტების სერიაში იზეიმა. მატჩის ძირითადი და დამატებითი დრო კი ფრედ, 2:2 დასრულდა.
აღსანიშნავია, რომ ჯიჯიმ წინა, ესპანელებთან ნახევარფინალური შეხვედრისგან განსხვავებით, როცა ვერცერთი დარტყმა მოიგერია, ამ პენალტების სერიაში ურუგვაელებს სამჯერ აუღო.
იხილეთ ვიდეო
"ამაყი ვარ ჩემი გუნდით, რადგან ძალიან მძიმე შეხვედრაში გავიმარჯვეთ. ის კიდევ უფრო მძიმე იქნებოდა, სულის სიმტკიცე რომ არ გამოგვეჩინა. ბოლომდე თავგანწირულად ვიბრძოლეთ.
თუ ესპანელებთან
რთულია, ეს მატჩი შეაფასო, რადგან მოედანზე დავდიოდით, უფრო სწორად კი - დავღოღავდით. ასეთ პირობებში გამარჯვება ჩვენს პოტენციალზე მიანიშნებს", - აქვეყნებს ბუფონის ნათქვამს Football Italia.
ასევე იხილეთ:
ურუგვაი-იტალია 2:2 (პენ. 2:3) - გმირი ბუფონია, საუკეთესო - კავანი [VIDEO]