ფრანგული "სედანის" აღზრდილი ფეხბურთელი მსოფლიომ "ჰერტადან" გაიცნო. შემდეგ იყო "ბლექბერნ როვერსი", სადაც სამბა ზურაბ ხიზანიშვილის გუნდელი იყო. 2012 წელს კი აფრიკელი მახაჭყალის "ანჟიმ" იყიდა და 3,5-წლიანი კონტრაქტი გაუფორმა.
ზუსტად ერთი წლის მერე სამბა ინგლისურმა "ქუინზ პარკ რეინჯერსმა" 10 მილიონ ფუნტად იყიდა "ანჟისგან". ფეხბურთელმა ლონდონში ნახევარი წელი გაატარა და... მისით ისევ "ანჟი" დაინტერესდა, კავკასიურმა კლუბმა მასში 12 მილიონი ფუნტი გადაიხადა.
ასევე იხილეთ:
კრისტოფერ სამბა "ქუინზ პარკ რეინჯერსში" გადავიდა