პეტრ ჩეხი ჩეხეთის საუკეთესო ფეხბურთელი ზედიზედ მეშვიდედ გახდა

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსისა" და ჩეხეთის ნაკრების მეკარე პეტრ ჩეხი ქვეყნის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს.

გამოკითხვაში, რომელიც ყოველწლიურად ტარდება, სპორტულმა ჟურნალისტებმა საუკეთესოდ პეტერ ჩეხი დაასახელეს.

ჩეხმა მეორე ადგილზე გასულ "სპარტას" ფორვარდ დავიდ ლაფატაზე ორჯერ მეტი ხმა აიღო.

გამომდინარე აქედან, ჩეხი ჩეხეთის საუკეთესო ფეხბურთელი უკვე ზედიზედ მეშვიდედ გახდა.

"ჩემი სამუშაოს ნებისმიერი აღიარება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. არაფერი მაქვს საწუწუნო.

ევროპის ლიგა მოვიგე და ჩემპიონატი კარგად ჩავატარე, ამიტომ სეზონი წარმატებული იყო.

ყოველ წელს კლუბში ჩემი პოზიცია უცვლელია. ერთ დონეზე ვთამაშობ და ეს მახარებს. ასე ვარ უკვე
5 წელია. შემიძლია მაღალ დონეზე თამაში და ვიცი, რომ გუნდს ჩემი სჯერა.

ყველა ჩემგან საიმედო თამაშს ელის და უკვე მივეჩვიე ამ გრძნობით ცხოვრებას",
- თქვა ჩეხმა.

მესამე ადგილი კი გამოკითხვაში "ვიქტორიის" ნახევარმცველმა ვლადიმირ დარიდმა დაიკავა, რომელიც ჩეხეთის 2012/13 წლების სეზონის საუკეთესო ბომბარდირი გახდა - მეტოქის კარი 20-ჯერ აიღო.

განსაკუთრებული ჯილდო "სპარტას", ტურინის "იუვენტუსისა" და რომის "ლაციოს" ყოფილმა ნახევარმცველმა პაველ ნედვედმა მიიღო, რომელიც ბოლო 20 წლის განმავლობაში ჩეხეთის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს.

"ვაფასებ ამ ჯილდოს, ის მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს ჩემს სხვა ტიტულებთან ერთად. არ მოველოდი ამას, ამიტომ ორმაგად გახარებული ვარ. განსაკუთრებით კი იმიტომ მიხარია, რომ გულშემატკივრებმა გამომარჩიეს, რომლებიც მუდამ გულწრფელად ირჩევენ",
- აღნიშნა ნედვედმა.

მომზადებულია uefa.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული