125 წლის წინ სიტუაცია განსხვავებული იყო...
1888 წლის 28 მაისს, გლაზგოს დასავლეთში მიმდინარე პოპულარული საერთაშორისო გამოფენის გამო ცოტამ თუ შეამჩნია, რომ ქალაქის აღმოსავლეთში საფეხბურთო მატჩი იმართებოდა, რომლის ერთ-ერთი მონაწილეც ისტორიაში პირველ შეხვედრას ატარებდა.
გლაზგოს "სელტიკი" თავისზე 16 წლით უფროს "რეინჯერსს" ხვდებოდა, რომელიც იმ დროისთვის
მარცხის გამო "რეინჯერსის" ფეხბურთელებს, რომლებიც ძირითადად მეორე გუნდს წარმოადგენდნენ, გული დიდად არ დასწყვეტიათ და შეხვედრის შემდეგ "სელტიკის" ფეხბურთელებთან ერთად საზეიმო ვახშამს და კონცერტს დიდი სიამოვნებით შეუერთდნენ. ერთ-ერთი ადგილობრივი გაზეთის მიხედვით, ვახშამმა მხიარულ და მეგობრულ გარემოში ჩაიარა. კიდევ ერთი გაზეთი, Scottish Umpire "სელტიკის" შესახებ წერდა:
"როგორც ჩანს, გლაზგოს ახალ კლუბ "სელტიკს" ნათელი მომავალი აქვს. თუ ეს გუნდი შეძლებს და იმ 11 ფეხბურთელს შეინარჩუნებს, ვინც "რეინჯერსის" წინააღმდეგ ორშაბათს ითამაშა, მაშინ "სელტიკს" "რეინჯერსისგან" მხარდაჭერა და პატრონაჟი არ მოაკლდება".
ამ მოსაზრების გასაბათილებლად სულ რამდენიმე წელიწადი იყო საჭირო. "სელტიკის" მომძლავრებასთან ერთად, გლაზგოს ორი გუნდის დამოკიდებულება თანდათან უფრო მტრული გახდა. 1904 წლისთვის "სელტიკისა" და "რეინჯერსის" დაპირისპირებას "ოლდ ფირმი" უწოდეს. წლების შემდეგ ეს სახელი ანტაგონიზმის და ანტიპათიის სინონიმი გახდება.
ამ დროისთვის ყველა ტურნირზე სულ 399 "ოლდ ფირმია" გამართული. 159 მატჩი "რეინჯერსმა" მოიგო, 144 "სელტიკმა", 96 მატჩი კი ფრედ დასრულდა. იმის გამო, რომ "რეინჯერსი" მესამე დივიზიონშია, იქამდე, სანამ მორიგ "ოლდ ფირმს" ვიხილავთ, ეს დაპირისპირება კიდევ უფრო დაძველდება და ქომაგსაც კიდევ უფრო მოენატრება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"