"აიაქსმა" იოჰან კრუიფის სახელობის სუპერთასი მოიგო [VIDEO]

AutoSharing Option
27 ივლისს საფეხბურთო სეზონი ჰოლანდიაში იოჰან კრუიფის სახელობის სუპერთასისთვის ბრძოლით გაიხსნა. ჩემპიონი ამსტერდამის "აიაქსი" თასის მფლობელ ალკმაარის აზ-ს შეხვდა.

მატჩი "ამსტერდამ არენაზე" გაიმართა და გამარჯვებული მხოლოდ დამატებითი დროის შემდეგ გაირკვა - 3:2 "აიაქსის" სასარგებლოდ.

არადა, თავიდან "ალკმაარი" 2:0-ს იგებდა ისლანდიელი ფორვარდების, იოჰან გუდმუნდსონისა და არონ იოჰანსონის გოლების წყალობით.

შემდეგ ჯეფრი გაუველეუმ საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი, ხოლო კიდევ ერთმა ისლანდიელმა (ამჯერად აიაქსელმა) კოლბეინ სიგტორსონმა 75-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა.

გადამწყვეტი გოლი კონტრშეტევაზე, 103-ე წუთზე ფორვარდმა სიმ დე იონგმა გაიტანა და სუპერთასი ამსტერდამში
დატოვა.

"აიაქსის" რიგებში ითამაშა ბოიან კრკიჩმა, რომელიც საკმაოდ აქტიური იყო.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ასევე იხილეთ:
ბოიან კრკიჩი იჯარით ამსტერდამის "აიაქსში" გადავიდა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული