ლიონელ მესი "გოლ-50-ის" მფლობელია

AutoSharing Option
ლიონელ მესი გახდა Goal.com-ის სეზონის შემაჯამებელი პრიზის - "გოლ 50-ის" მფლობელი, როგორც სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი.

გამოკითხვაში მონაწილეობა მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სპორტული საიტის 500-მდე რეპორტიორმა მიიღო, რომელთაც თავიანთი 50-ეულები შეადგინეს.

"ძალიან გახარებული ვარ. "ბარსელონაში" ინდივიდუალურ პრიზებს არ მიველტვით, მაგრამ როდესაც ჩვენ მათ ვიღებთ, ახალ მოტივაციას ვიღებთ, რომ გუნდური თამაში კიდევ უფრო გავაძლიეროთ", - განაცხადა მესიმ პრიზის გადაცემისას.

"გოლ 50-ის" წინა გამარჯვებულები იყვნენ: კრიშტიანო რონალდო (2008), ლიონელ მესი (2009), ვესლი სნეიდერი (2010), ლიონელ მესი (2011) და კრიშტიანო რონალდო (2012).

წლევანდელ გამოკითხვაში
მეორე ადგილზე ფრანკ რიბერი გავიდა, მესამეზე - კრიშტიანო რონალდო.

ასევე იხილეთ:
ლიონელ მესი: "ბარსელონაში" ხერარდო მარტინოს დანიშვნა მე არ მომითხოვია
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული