ლუის ვან გაალი ვესლი სნეიდერს აღარ წყალობს

AutoSharing Option
ჰოლანდიის ნაკრების მწვრთნელმა ლუის ვან გაალმა 14 აგვისტოს პორტუგალიის ნაკრებთან ამხანაგური მატჩისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა.

როგორც ჩანს, ცუდად არის ვესლი სნეიდერის საქმე ეროვნულ გუნდში. მწვრთნელმა მას ჯერ კაპიტნის სამკლაური ჩამოერთვა, ახლა კი 26-კაციან სიაშიც კი ვერ მოხვდა.

"გალათასარაის" 29 წლის გამთამაშებელს მწვრთნელი აღარ წყალობს. ისევე როგორც მეკარე მაარტენ სტეკელენბურგს (ფულჰემი) და ჯონ ჰეიტინგას (ევერტონი).

სამაგიეროდ დებიუტი ექნება ნაკრებში "აუგსბურგის" მცველ პაულ ვერჰაიხს, რომელიც არც მეტი არც ნაკლები 29 წლისაა, მაგრამ ეროვნულ გუნდში პირველად დაუძახეს.

მეკარეები: ვერმეერი, ვორმი, სილესენი
მცველები: ბლინდი,
ვლაარი, იანმაატი, მარტინს ინდი, მატიესენი, ვან რეინი, ვერჰაიხი, დე ვრეი
ნახევარმცველები: კლასი, ვან გინკელი, დე გუზმანი, მაჰერი, სტროოტმანი, ვან დერ ვაარტი, ს. დე იონგი, ვილჰენა.
თავდამსხმელები: ლენსი, კუიტი, ჰუნტელაარი, ვან პერსი, რობენი, სხაკენი, ვან
ვოლფსვინკელი.

ასევე იხილეთ:
ჟოზე მოურინიო და ვესლი სნეიდერი ისევ ერთად?
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული