"ძალიან რთული მატჩი იყო, "მილანი" გამოცდილი გუნდია. მათ ნახევარდაცვას შეხედეთ: მონტოლივო, მუნტარი, ბოატენგი - მათ იციან როგორ ითამაშონ ფეხბურთი.
მასიმილიანო ალეგრი დიდი ხანია ამ ფეხბურთელებს ხელმძღვანელობს და ეს ტაქტიკურად ძლიერი გუნდია, რომელსაც თავის დაცვა შეუძლია.
"მილანთან" 4-2-3-1 სქემით ვთამაშობდით, მხოლოდ ორი ნახევარმცველი გყავდა - მარკო ვან გიკელი და მაიკლ ესიენი, ხოლო შემდეგ მატჩი ობი მიკელითა და რამირესით დავასრულეთ.
ძალიან კრეატიული ფეხბურთელები გვყავს, რომლებიც ფორვარდს ეხმარებიან.
ზოგჯერ თავდამსხმელი გუნდისთვის ბევრს აკეთებს, მაგრამ გოლი ვერ გააქვს. ტორესმა მაგრად ითამაშა, არადა კონფერედაციათა თასის შემდეგ ჩვენთან ერთად მხოლოდ 5 დღე იყო. ის ჯერ მზად არაა, მაგრამ მისი საქმისადმი მიდგომა შთამბეჭდავია. მინდა მადლობა გადავუხადო ყველა ჩემს ფორვარდს, ისინი გუნდზე თამაშობენ", - თქვა მოურინიომ.
მომზადებულია chelseafc.com-ის მიხედვით