ხოსეპ გვარდიოლა: სანდრო როსელის ბრალდებებზე პასუხის გაცემა არ ღირს

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" ესპანელმა თავკაცმა ხოსეპ გვარდიოლამ განაცხადა, რომ მის ყოფილ გუნდ "ბარსელონას" მხოლოდ წარმატებას უსურვებს.

სხვათა შორის, ამას წინათ, "ბარსელონას" პრეზიდენტმა სანდრო როსელმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ გვარდიოლა ცრუობს, როცა "ბარსელონაში" გატარებულ დროს იხსენებს.

შეგახსენებთ, რომ გვარდიოლამ აღნიშნა, რომ როსელი მას ნიუ იორკში ყოფნისასაც კი არ ასვენებდა და ტიტო ვილანოვას ავადმყოფობით სპეკულირებდა.

"ცხადია, რომ "ბარსას" ყოველთვის მხოლოდ კარგს ვუსურვებ. აი, რაც შეეხება როსელის ბრალდებებს, მე მათ ყურადღებას არ მივაქცევ, არ ღირს პასუხის გაცემა", - განაცხადა რეკორდმაისტერის თავკაცმა.

ასევე იხილეთ:
სკანდალი:
ხოსეპ გვარდიოლა "ბარსელონას" ადანაშაულებს, ტიტო ვილანოვა - პეპს

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული