მესი, მარადონა, პელე, კრუფი, ლინეკერი - ერთ გუნდში, რომელსაც ჟოზე მოურინიო წვრთნის

AutoSharing Option
ინგლისის დაბალი ლიგის, კონფერენსის კლუბმა "ფარნბორომ" ახალი ფეხბურთელები წარადგინა კარსმომდგარი სეზონისთვის... პოლ გასკოინი, დევიდ ბექჰემი და ლიონელ მესი.

ეს ტრიო შეუერთდება უკვე კლუბში მყოფ დიეგო მარადონას, გარი ლინეკერს და იოჰან კრუიფს. მათი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო კმაყოფილია.

შეშფოთდით? ყველაფერი რიგზეა, ეს ყველაფერი მართალია.

"ფარნბოროში" ჩვეულებრივი, დაბალი კლასის ფეხბურთელები თამაშობენ, თუმცა მათ გადაწყვიტეს, რომ ზურგზე ცნობილი ფეხბურთელების სახელები დაიწერონ.

ასე მაგალითად, მეკარე კევინ სქრივენი ლეგენდარული გორდონ ბენქსის სახელით გამოდის, ფორვარდი დენიელ ბერნეტი კი, არც მეტი, არც ნაკლები, ლეო მესია.

კლუბის მენეჯერს სინამდვილეში
სპენსერ დეი
ჰქვია და არა ჟოზე მოურინიო.

"ჩვენ ამ ზაფხულს შევკრიბეთ ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე სახელოვანი გუნდი და რა თქმა უნდა, კმაყოფილი ვარ", - განაცხადა დეიმ, "ფარნბოროს" "განსაკუთრებულმა კაცმა".

"მაგრამ ცუდი ამბებიც ხდება ჩვენს გუნდში. ამ დღეებში პელემ და მარადონამ ერთმანეთი კინაღამ დაასისხლიანეს მე-10 ნომერი მაისურის გამო", - თქვა დეიმ.

ასეთმა უნიკალურმა საქციელმა უკვე გაამართლა - დაბალი ლიგის გუნდის სპონსორობა ბუკმეიკერულმა კანტორა "პედი პაუერმა" გადაწყვიტა. ის ზრუნავს ეკიპირებაზე, სტადიონზე, რომელსაც "პედი პაუერ პარკი" დაერქვა.

ახლა მსოფლიოს ლეგენდარული ფეხბურთელების სანახავად სულაც არ არის საჭირო შორს წასვლა, ნებისმიერ ბრიტანელს შეუძლია "პედი პაუერ პარკზე" შეიაროს და ყველას ერთად იხილავს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული