ჰოლანდიის ნაკრების ვარჯიშზე ჯონათან დე გუზმანი სიკვდილს გადაურჩა

AutoSharing Option
ჰოლანდიის ნაკრების ვარჯიშზე კინაღამ ტრაგედია დატრიალდა.

საჰაერო ორთაბრძოლისას ერთმანეთს ჰაერში ორი ჰოლანდიელი ფეხბურთელი შეეჯახა - ჯონათან დე გუზმანი და დირკ კუიტი.

ეპიზოდი განსაკუთრებულად ცუდად დე გუზმანისთვის დასრულდა, რომელმაც გონება დაკარგა. დე გუზმანი კლინიკაში გადაიყვანეს.

ვარჯიშს თვალს ადევნებდა "იუნაიტედის" თავდამსხმელი რობინ ვან პერსი, რომელიც თანამემამულესთან დასახმარებლად ერთ-ერთი პირველი მივიდა.

საავადმყოფოში დე გუზმანს მსუბუქი კონტუზია დაუდგინდა, რაც ნიშნავს, რომ "სუონსის" ფეხბურთელი 2 კვირას ვერ ითამაშებს.

Sportall.Ge

ასევე იხილეთ:
ლუის ვან გაალმა ჰოლანდიის ნაკრებში "ფეიენოორდის" ვუნდერკინდები აიყვანა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული