შოტლანდიელმა ფანებმა ლონდონი დაიპყრეს

AutoSharing Option
14 აგვისტოს "უემბლი" ამხანაგურ მატჩს მასპინძლობს ინგლისისა და შოტლანდიის ნაკრებებს შორის.

ბუნებრივია, ტრადიციულ მეტოქეთა დაპირისპირება დიდ ინტერესს იწვევს. ათასობით შოტლანდიელი ფანი უკვე შეესია ბრიტანეთის დედაქალაქს.

"ტარტან არმიმ", როგორც შოტლანდიის ნაკრების ფანებს უწოდებენ, მთლიანად დაიპყრო ტრაფალგარის მოედანი. შოტლანდიელთა უდიდესი ნაწილი უკვე ნასვამ მდგომარეობაში იმყოფება.

"დეილი მეილის" გამოთვლით, ლონდონში 25-30 ათასამდე შოტლანდიელია ჩასული.

იმისთვის, რომ არ მოხდეს დაპირისპირება, პოლიციამ "უემბლის" დასავლეთით მდებარე პაბები მხოლოდ ინგლისელთა ფანებს დაუთმო, აღმოსავლეთით - კი შოტლანდიელებს.

Sportall.Ge
Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული