ბაიერნი-ჩელსი 2:2 (პენ. 5:4) - პეპის პირველი ტიტული "ბაიერნში" [VIDEO]

AutoSharing Option
ევროპის სუპერთასის მფლობელი მიუნხენის "ბაიერნი" გახდა, რომელმაც ეს ტიტული ისტორიაში პირველად მოიპოვა.

ხოსეპ გვარდოლას გუნდი ტერიტორიულ უპირატესობას მთელი მატჩის განმავლობაში კი ფლობდა, მაგრამ გაცილებით სახიფათო მომენტებს "ჩელსი" ჰქმნიდა, რომელიც ამ შეხვედრაში ორჯერ დაწინაურდა და უკვე გამარჯვების აღსანიშნავადაც ემზადებოდა, როდესაც ხავი მარტინესმა ანგარიში გაათანაბრა.

გამეორდა 2012 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალის სიუჟეტი, როდესაც ერთ-ერთმა გუნდმა (ამჯერად "ბაიერნმა") ანგარიში შეხვედრის ბოლოს გაათანაბრა და შემდეგ პენალტების სერიაში იმარჯვა.

ამ გამარჯვებით დასრულდა "გერმანელთა წყევლა" - აქამდე, გერმანულ კლუბებს სუპერთასის შვიდივე ფინალი წაგებული ჰქონდათ, "ბაიერნმა" კი
ეს ტიტული მეოთხე ცდიდან მოიგო.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ევროპის სუპერთასი
ბაიერნი-ჩელსი 2:2 პენ. 5:4
გოლები: 0:1 ფ. ტორესი (8), 1:1 რიბერი (47), 1:2 აზარი (93), 2:2 ხავი მარტინესი (120)
პენალტების სერია: 1:0 ალაბა, 1:1 დავიდ ლუისი, 2:1 კროოსი, 2:2 ოსკარი, 3:2 ლამი, 3:3 ლამპარდი, 4:3 რიბერი, 4:4 ე. კოული, 5:4 შაქირი, 5:4 ლუკაკუ (მეკარე)
ბაიერნი (4-1-4-1): ნოიერი - რაფინია (56. ხავი მარტინესი), ბოატენგი, დანტე, ალაბა - კროოსი - რობენი (95. შაჩირი), მიულერი (71. გიოტცე), ლამი, რიბერი - მანჯუკიჩი
ჩელსი (4-2-3-1): ჩეხი - ივანოვიჩი, კეჰილი, დავიდ ლუისი, ე. კოული - რამირესი, ლამპარდი - შიურლე (87. ობი მიკელი), ოსკარი, აზარი (113. ტერი) - ფ. ტორესი (98. ლუკაკუ)
გაფრთხილება: რიბერი, ჯ. ბოატენგი - კეჰილი, დავიდ ლუისი, რამირესი, ფ. ტორესი, ლუკაკუ, ე. კოული, ივანოვიჩი
გაძევება: რამირესი (86. ჩელსი)
კუთხური: 15-5; ჯარიმა: 18-23; თამაშგარე: 1-4; კარში დარტყმა: 37-14 (19-9); ბურთის ფლობა: 64%-36%
მაყურებელი: 21 000

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
მოურინიომ ზედ უქნა გვარდიოლას,ტაქტიკაც მოუგო და კინაღამ თამაშიც,ის 7 წამი .......უბრალოდ მსაჯს ერთი წუთი აღარ უნდა დაემატებინა!
თამუნა
09:45 31-08-2013
0
კარგად უსწავლებია გვარდიოლას გერმანელებისათვის მიწაზე გორაობა. მოკლედ, პატარა შეხებისთანავე ტკივილისაგან იმანჭებოდნენ. არ მახსოვს, რომ ჩელსის რომელიმე ფეხბურთელი ტყუილად გაგორებულიყოს ძირს. თან 10 კაცით თამაშობდნენ და არ უცდიათ დროის გაყვანა. მსაჯმა ის ერთი წუთი რატომ დაამატა? აშკარად ჩანდა, რომ მისი სიმპატიები ბაიერნის მხარეს იყო. ბოლოსდაბოლოს, უეფას ხომ უნდა მიეცა ეს ტიტული გერმანელებისათვის?! უეფას ახალი ფავორიტი გამოუჩნდა ბაიერნის სახით, ადრე ბარსელონა იყო
ynwa
10:27 31-08-2013
0

სიახლეები პოპულარული