ბრაზილია-პორტუგალია 3:1- ნეიმარის სოლო-გასროლა [VIDEO]

AutoSharing Option
ბრაზილიის და პორტუგალიის ნაკრებთა მატჩი ნეიტრალურ ტერიტორიაზე, ფოქსბოროში გაიმართა და ბრაზილიელთა დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა.

მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრა ამხანაგური იყო, მაყურებელმა არაერთი კონფლიქტური ეპიზოდი იხილა, რომელთა მოქმედი პირიც ნეიმარი გახლდათ.

"ბარსელონას" ფორვარდი პორტუგალიელებმა ვერაფრით შეაჩერეს და ბოლოს უხეშობაზეც გადავიდნენ. მაგალითად, ბრუნო ალვეშმა ბრაზილიელს იდაყვი ჩაარტყა და გაძევებასაც გადაურჩა.

პაულო ბენტუს სერიოზული დანაკლისი ჰქონდა - ვერ ითამაშა კრიშტიანო რონალდომ, რომელმაც ჩრდილოეთ ირლანდიასთან მცირე დაზიანება მიიღო.

ლიდერის გარეშე დარჩენილმა პორტუგალიამ საწყისი წუთები მეტოქეზე უკეთ ჩაატარა და ანგარიშიც გახსნა - რაულ მეირელეშმა მაიკონის
ბავშვური შეცდომით ისარგებლა და ჟულიო სეზარს ახლო მანძილიდან გაუტანა.

ამის მერე კი ნეიმარის ჯერი დადგა. 21 წლის ფორვარდმა ჯერ ტიაგო სილვას გაატანინა, 34-ე წუთზე კი შესანიშნავი დრიბლინგი განახორციელა და ბრაზილია დააწინაურა.

მეორე ტაიმში მწვრთნელებმა ბევრი ცვლილება განახორციელეს და თამაშიც ცოტათი აირია, თუმცა სანამ ეს მოხდებოდა, ბრაზილიამ მესამეც გაიტანა - ნეიმარის და ბერნარდის კომბინაცია ჟომ დაასრულა - 3:1.

"ძალიან საინტერესო და ძლიერი მეტოქე გვყავდა. ბრაზილიას სულ სამი მომენტი ჰქონდა და მათ სამივე გამოიყენეს. გოლების გატანა ჩვენც შეგვეძლო, მაგრამ გადამწყვეტ მომენტებში ვერ ვივარგეთ. ამ ყველაფრის გამო ასეთი ანგარიშით ძალიან დამწუხრებულები ვართ," - განაცხადა მატჩი შემდეგ რაულ მეირელეშმა.

"ფეხი ახლაც მტკივა, პირდაპირ ნადირობდნენ ჩემზე! მაგრამ თუ ჰგონიათ, რომ უხეშობით ჩემი შეშინება შეიძლება, ძალიან ცდებიან და ეს დღეს დავუმტკიცე კიდევაც. პირიქით, როდესაც მეტოქე ხისტად მეთამაშება, მოტივაცია მემატება." - ეს თავად ნეიმარის სიტყვებია.

ამხანაგური მატჩი
ბრაზილია-პორტუგალია 3:1
გოლები: 0:1 რაულ მეირელეში (18), 1:1 ტიაგო სილვა (24), 2:1 ნეიმარი (34), 3:1 ჟო (49)
ბრაზილია (4-3-3): ჟულიო სეზარი - მაიკონი, ტიაგო სილვა, დავიდ ლუისი, მაქსველი - პაულინიო (83. ენრიკე), ლუის გუსტავი, რამირესი (60. ოსკარი) - ბერნარდი (68. ერნანესი), ჟო (76. პატო), ნეიმარი (89. ლუკას მოურა)
პორტუგალია (4-3-2-1): რუი პატრისიო - ჟოაო პერეირა (70. ელდერ პოშტიგა), ბრუნო ალვეში, პეპე (46. ნეტო), ფაბიო კოენტრაო (54. ანტუნეში) - მიგელ ველოსო, რაულ მეირელეში, ჟოაო მოუტინიო (60. რუბენ ამორიმი) - ვიეირინია (84. ლიკა), ნანი - ნ. ოლივეირა
გაფრთხილება: ნეიმარი, რამირესი - ჟოაო პერეირა, ელდერ პოშტიგა, ბრუნო ალვეში

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ნეიმარი: პორტუგალიელებს დავუმტკიცე, რომ უხეშობით ჩემი შეშინება შეუძლებელია [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული