გააფთრებული თურქი ფანები მოედანზე - "ბეშიქთაში"-"გალა" ჩაიშალა [VIDEO]

AutoSharing Option
22 სექტემბერს, თურქეთის ჩემპიონატის მე-5 ტურში, სტამბულის დერბი გაიმართა - "ბეშიქთაში" "გალათასარაის" მასპინძლობდა.

პირველ ტაიმში პორტუგალიელი უგო ალმეიდას გოლით "ბეშიქთაში" დაწინაურდა, მაგრამ მეორეში დიდიე დროგბამ ანგარიში გაათანაბრა.

73-ე წუთზე კოტდივუარელმა ფორვარდმა დუბლი შეასრულა. "ბეშიქთაში" აგებდა. ამის გამო განრისხებული ფანები ბოლო წამებზე მოედანზე შეცვივდნენ.

მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში "გალათასარაის" ბრაზილიელი ნახევარმცველი ფელიპე მელო ორი ფეხით წავიდა რამონ მოტაზე, რისთვისაც წითელი ბარათი მიიღო. სწორედ ეს ეპიზოდი აღმოჩნდა არეულობის დაწყების ინსპირატორი.

არბიტრმა ორივე გუნდი გაიყვანა მოედნიდან და თამაშიც შეწყდა.

"ათათურქის ოლიმპიურ სტადიონზე" არეულობა
დაიწყო. პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა ფანების დასაშოშმინებლად.

თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, მუამერ გულერის განცხადებით, 66 კაცია დაკავებული.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული