ჰოლანდიის ნაკრებს გრეგორი ვან დერ ვილი გამოაკლდა

AutoSharing Option
"პარი სენ ჟერმენის" მარჯვენა მცველმა გრეგორი ვან დერ ვილმა ტრავმა მიიღო და ჰოლანდიის ნაკრების შეკრებას გამოაკლდა. 25 წლის ფეხბურთელი საკუთარ ქვეყანას მუნდიალის შესარჩევი ეტაპის ბოლო ორ შეხვედრაში, უნგრეთთან (შინ) და თურქეთთან (სტუმრად) ვერ დაეხმარება. მის ადგილს "აუგსბურგის" 30 წლის მცველი პოლ ვერჰეგი დაიკავებს.

ლუის ვან გაალმა ნაკრებში "ნორვიჩის" ნახევარმცველი ლეროი ფერი და "პსვ ეინდჰოვენის" ფორვარდი მემფის დეპაიც გამოიძახა. 23 წლის ფერს ეროვნულ გუნდში სულ 2 მატჩი აქვს ჩატარებული, დეპაის კი ქვეყნის მთავარ გუნდში ჯერ არ უთამაშია.

შეგახსენებთ, რომ "ორანიეს" მუნდიალის
საგზური უკვე მოპოვებული აქვს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ვან გაალი ექსპერიმენტებს მოერიდა და საბრძოლო შემადგენლობა გამოიძახა.

ჰოლანდიის ნაკრების სრული სია კი ასეთია:
მეკარეები
: მიხელ ვორმი (სუონსი), ტიმ კრული (ნიუკასლი), იასპერ სილესენი (აიაქსი)

მცველები: რონ ვლაარი (ასტონ ვილა), ბრუნო მარტინს ინდი (ფეიენოორდი), დერილ იანმაატი (ფეიენოორდი), ჯეტრო ვილემსი (პსვ ეინდჰოვენი), სტეფან დე ვრეი (ფეიენოორდი), ჯეფრი ბრუმა (პსვ ეინდჰოვენი), დელი ბლინდი (აიაქსი), პოლ ვერჰეგი (აუგსბურგი)

ნახევარმცველები: რაფაელ ვან დერ ვაარტი (ჰამბურგი), ვესლი სნეიდერი (გალათასარაი), ნაიჯელ დე იონგი (მილანი), კევინ სტროოტმანი (რომა), იორდი კლასი (ფეიენოორდი), ლეროი ფერი (ნორვიჩი)

თავდამსხმელები: დირკ კუიტი (ფენერბაჰჩე), რობინ ვან პერსი (მანჩესტერ იუნაიტედი), არიენ რობენი (ბაიერნი), ჯერმეინ ლენსი (დინამო კიევი), მემფის დეპაი (პსვ ეინდჰოვენი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ანდორა-ჰოლანდია 0:2 - მინიმუმ, მუნდიალის ჯგუფიდან გასვლა! [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული