* "იყო მწვრთნელი იტალიაში, იგივეა, იყო პარაშუტისტი და ზუსტად არ იცოდე, თვითმფრინავიდან გადმოხტომის შემდეგ პარაშუტი გაიხსნება თუ არა," - კლაუდიო რანიერი.
* "რატომ უნდათ, რომ მხოლოდ მისი ნახევარი შეიძინონ?" - ვინჩენცო მონტელას პასუხი ინფორმაციაზე, თითქოს "არსენალი" ხუან კუადრადოს შესაძენად 30 მილიონ ევროს ამზადებს.
* "ათენის ფინალის წინ კარლო ანჩელოტიმ არ იცოდა, ვინ დაეყენებინა ძირითად შემადგენლობაში, მე თუ ალბერტო ჯილარდინო. საბოლოოდ, ის მენდო და მეც ორი გოლი გავიტანე. შემდეგ, ევროპის სუპერთასზე
* "ჯობია თუ არა ზლატანი მესის და რონალდოს? ჩემი აზრით, ამ მომენტისთვის ჯობია. 32 წლის ასაკში ადამიანმა კარგად იცის, თუ როგორ გამოიყენოს ბოლომდე თავისი ნიჭი," - არსენ ვენგერი.
* "კარლიტოსი ფენომენია - ნამდვილი ლიდერი. ის არასდროს ნებდება და თითოეული ბურთისთვის ბოლომდე იბრძვის," - პაველ ნედვედი კარლოს ტევესის შესახებ.
* "ვფიქრობ, ჩემი სიძლიერე ჩემს წვერშია," - ტიმ ჰოვარდი კრისტიან ბენტეკეს მიერ შესრულებული პენალტის მოგერიების შემდეგ.
* "ვარჯიშის შემდეგ საკუთარ ოთახში წავედი და ჩემი გათავისუფლების შესახებ მედიის საშუალებით გავიგე. ასეთი რამ არასდროს მინახავს," - ფათიჰ თერიმმა "გალათასარაიდან" გაგდების დღე გაიხსენა.
* "პირლოს ანგელოზის სახე აქვს, მაგრამ სინამდვილეში ის ბ**ის შვილია. ის ყოველთვის ხუმრობს და წესებს არღვევს. ერთხელ "მილანელოში" ვსაუზმობდი და სულელივით მაგიდაზე ტელეფონი დავტოვე, პირლო კი ადგა და ჩემი ტელეფონიდან გალიანის და ბრაიდას მესიჯი მისწერა, რომელშიც ჩემი დის სექსუალურ მომსახურებას სთავაზობდა," - ჯენარო გატუზო ანდრეა პირლოს შესახებ.
* "ის განსაკუთრებული ადამიანია, რომელიც მე ძალიან მიყვარს. ის სერ არსენ ვენგერია, ვისაც უყვარს, როდესაც მისი გუნდი ბურთს ფლობს, ნამდვილ ფეხბურთს თამაშობს და წინ ბევრი პასის ხარჯზე მიიწევს... ეს ორკესტრივით არის, ოღონდ "არსენალის" თამაში კლასიკურ მუსიკას წააგავს, მე კი უფრო მეტად ჰევი მეტალი მიზიდავს. მე მომწონს "არსენალის" სტილი, მაგრამ ჩემს გუნდს ასე ვერ ვათამაშებ, რადგან განსხვავებული ტიპი ვარ.
თამაშების დროს თუ მაკვირდებით, შეამჩნევდით, რომ მაშინაც კი ვზეიმობ, როდესაც ჩვენი პრესინგის შედეგად მეტოქე ბურთს აუტში გადააგდებს.
მე რომ ფეხბურთისთვის პირველად ბოლო ოთხი წლის განმავლობაში მეყურებინა, როდესაც "ბარსელონა" ყველას ანგრევდა და მეტოქეებს 5:0-ს და 6:0-ს უგებდა, სპორტის ეს სახეობა არ დამაინტერესებდა. მე არ მინდა მატჩების მოგება ისე, რომ ბურთის ფლობა 80 პროცენტი მქონდეს. არა, ეს ჩემი სტილი არაა. ბრძოლა სისხლის ბოლო წვეთამდე - აი, რა მანიჭებს სიამოვნებას. დახვეწილი და დავარცხნილი ფეხბურთი ჩემთვის არაა. ე.წ. ინგლისური ფეხბურთი, წვიმიანი დღე, მძიმე მინდორი, 5:5, ყველა დასვრილია და ისეა დაღლილი, რომ კიდევ ერთი თვე ვეღარ ითამაშებს - ეს არის ნამდვილი ფეხბურთი," - იურგენ კლოპი.
* "როდესაც ჩვენ ის "ბანფილდიდან" ვიყიდეთ, ვიფიქრე, რომ ის არგენტინელი იყო, მაგრამ თურმე პლანეტა კრიპტონიდან ყოფილა," - მასიმო მორატის მინიშნება იმაზე, რომ ხავიერ ძანეტი "სუპერმენია".
* "საუკეთესო ფეხბურთელი, ვისთან ერთადაც მითამაშია? ეს რონალდოა, "ფენომენი". მეორე რონალდო - კრიშტიანო, ხუთეულში ნამდვილად მოხვდება, მაგრამ მე "ფენომენთან" ერთად მაქვს ნათამაშები და საკუთარი თვალით მინახავს, რომ ის მოედანზე ისეთ რაღაცებს აკეთებდა, რასაც სხვა ვერ გააკეთებს," - კაკა.
* "მე მარადონას ყურებაში გავიზარდე - ის ჩემი მისაბაძი მაგალითი და გმირი იყო, მაგრამ მე მესისთან ერთადაც მითამაშია. მარადონა თუ მესი? ისტორია არასდროს უნდა დაივიწყო, მაგრამ მაგ კითხვაზე მაინც ასე ვუპასუხებ: მესი," - ერნან კრესპო.
* "იოზილს ზიდანზე ოდნავ უკეთესი დრიბლინგი აქვს. ტექნიკის თვალსაზრისით, ერთმანეთს ძალიან ჰგვანან, თანაც, ორივე უაღრესად თავმდაბალი პიროვნებაა. იოზილს კიდევ ერთი დიდი პლუსი აქვს: ის ყოველთვის სწორ გადაწყვეტილებას იღებს, თან ამას ძალიან სწრაფად აკეთებს," - არსენ ვენგერი.
* "მესი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია, ხოლო კრიშტიანო რონალდოზე უკეთესი მოთამაშე, ჩემი აზრით, კრისტიან ტელიოც არის," - ანდონი სუბისარეტა.
* "ვამაყობ, რომ "საკუთარი" სიმღერა მაქვს და ქომაგები მას ჩემ საპატივცემულოდ მღერიან. ყოველი ასეთი შემთხვევისას ჟრუანტელი მივლის. როდესაც მოედანზე ხარ და ამ დროს გულშემატკივრები ამ სიმღერას იწყებენ, ძალიან სასიამოვნო მოსასმენია. ინგლისური როკი ძალიან მიყვარს, შესაბამისად, მიყვარს "ბითლზიც," - განაცხადა ოლივიე ჟირუმ, რომლის საპატივცემულოდაც, "არსენალის" ქომაგები "ბითლზის" Hey Jude-ის ადაპტირებულ ვერსიას მღერიან.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
კვირის ფრაზები: მარადონას ფავორიტი ბრაზილიაა