ამერიკის ორგზის ჩემპიონის მოლოდინში

AutoSharing Option
ამერიკის შეერთებულ შტატებში ეროვნული ჩემპიონატი დასასრულს მიუახლოვდა. 25 და 24 ნოემბერს ფინალური მატჩის მონაწილეები გაირკვა: 2000 წლის ჩემპიონი "სპორტინგ კანზას სიტი" 2009 წლის ჩემპიონ "რეალ სოლტ ლეიკს" შეხვდება.

აღმოსავლეთ კონფერენციაში მეორე ადგილზე გასულმა "კანზას სიტიმ" ბოლო ორი სეზონის ფინალისტს, "ჰიუსტონ დინამოს" შინ 2:1 მოუგო და 9-წლიანი პაუზის შემდეგ ფინალში თამაშის უფლება მიიღო.

მისი მეტოქე კი "პორტლენდის" და "რეალ სოლტ ლეიკის" შეხვედრაში ირკვეოდა. მასპინძლებს ორბურთიანი ჩამორჩენა უნდა აღმოეფხვრათ, მაგრამ ამის ნაცვლად, "ტიმბერსმა" მეტოქესთან მეორედაც წააგო. შეხვედრის ერთადერთი გოლი აშშ-ის ნაკრების ყოფილმა
წევრმა რობი ფინდლიმ გაიტანა.

ფინალური მატჩი 7 დეკემბერს, "სპორტინგ კანზას სიტის" საშინაო არენაზე გაიმართება, ვინაიდან რეგულარულ ჩემპიონატში მას მეტოქეზე უკეთესი შედეგი ჰქონდა.

კანზას სიტი-ჰიუსტონი 2:1 (0:0)
გოლები: 0:1 ბ. გარსია (3), 1:1 საპონგი (14), 2:1 დვაიერი (63)

პორტლენდი-სოლტ ლეიკი 0:1 (2:4)
გოლი: 0:1 ფინდლი (29)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
MLS. პლეი ოფი. 1/2-ფინალი: ნიუ იორკი ისევ ტიტულის გარეშე დარჩა
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული