MLS. პლეი ოფი. 1/2-ფინალი: ნიუ იორკი ისევ ტიტულის გარეშე დარჩა

AutoSharing Option
რეგულარული სეზონის გამარჯვებული "ნიუ იორკ რედ ბულსი" პლეი ოფიდან გამოვარდა. ლიგის ერთ-ერთი დამაარსებელი, რომელსაც ჩემპიონატი არასდროს მოუგია, წელსაც ტიტულის გარეშე დარჩა. მიუხედავად იმისა, რომ ტიერი ანრიც და ტიმ კეჰილიც მოედანზე იყვნენ, მასპინძლებმა "ჰიუსტონ დინამოს" ვერაფერი მოუხერხეს და დამატებით დროში დამარცხდნენ.

არადა, ამ გუნდების პირველ შეხვედრაში "რედ ბულსი" 2:0-ს იგებდა, საპასუხო მატჩში კი "წითელი ხარები" ბრედლი რაიტ-ფილიპსმა (შონ რაიტ-ფილიპსის ძმა) დააწინაურა. ბოლო ორი სეზონის ფინალისტმა, რომელსაც მეტოქესთან 5-მატჩიანი მოუგებელი სერია (1 ფრე და 4 წაგება) ჰქონდა, ანგარიში პირველივე ტაიმში გაათანაბრა, დამატებით
დროში (აშშ-ში საგარეო გოლის წესი არ მოქმედებს) კი თავი იამაიკელმა ომარ კამინგსმა გამოიჩინა, რომელმაც ამ გუნდების პირველ შეხვედრაშიც გაიტანა.

***
აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალში "ჰიუსტონ დინამოს" მეტოქე "სპორტინგ კანზას სიტი" იქნება. "სპორტინგმა" "ნიუ ინგლენდ რევოლუშენს" ასევე დამატებით დროში სძლია. გადამწვეტი გოლი არგენტინელმა კლაუდიო ბილერმა გაიტანა, ვისთვისაც ეს ამ სეზონში უკვე მე-11 გოლი იყო.

აღმოსავლეთ კონფერენცია
რედ ბულსი-ჰიუსტონი 1:2 დ.დ. (2:2)
გოლები: 1:0 ბ. რაიტ-ფილიპსი (23), 1:1 ბ. დევისი (36), 1:2 კამინგსი (104)

კანზას სიტი-ნიუ ინგლენდი 3:1 დ.დ (1:2)
გოლები: 1:0 კოლენი (41), 1:1 იმბონგო ბოელი (70), 2:1 სინოვიჩი (79), 3:1 ბილერი (113)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
აშშ. MLS. პლეი ოფი: გარკვეული არაფერია
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული