კერძოდ, საქმე იმაშია, რომ დიეგოს "ვოლფსბურგთან" კონტრაქტი სეზონის ბოლოს უმთავრდება და ჯერაც არაა გადაწყვეტილი, რა ხელფასს შესთავაზებენ "მგლები" დიეგოს ახალი კონტრაქტის სანაცვლოდ. შესაბამისად, გაჩნდა ეჭვი, რომ ბრაზილიელს ამგვარი ცნობების გავრცელება იმისთვის უნდა, რომ "ვოლფსბურგს" მაქსიმალურად მაღალ ჯამაგირს გამორჩეს.
"გავიგე, რომ "არსენალი" ჩემი გადაბირებით დაინტერესებულია, თუმცა ეს
გადავა დიეგო "არსენალში", სადაც მას ყოფილი თანაგუნდელი მესუთ იოზილი ელოდება? 25 წლის მესუთი და ბრაზილიელი ერთად "ვერდერში" თამაშობდნენ. რაც შეეხება "ვოლფსბურგის" ხელმძღვანელების პოზიციას: "მგლების" სპორტული დირექტორი კლაუს ალოფსი მიიჩნევს, რომ დიეგოსადმი ინტერესი ლოგიკურია. "ვოლფსბურგის" მფლობელი კომპანიის, ავტოკონცერნ "ფოლკსვაგენის" შეფი მარტინ ვინტერკორნი კი ამბობს:
"დიეგოს გაშვება, რა თქმა უნდა, არ მინდა. კარგი ფეხბურთელების გუნდიდან გაშვება არ მიყვარს, დიეგო კი მართლაც შესანიშნავი ფეხბურთელია."
ამბობენ, რომ ბრაზილიელი შემტევი ნახევარმცველით "საუთჰემპტონიცაა" დაინტერესებული, თუმცა თავად დიეგოს, რა თქმა უნდა, "არსენალში" ურჩევნია...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"