მუზეუმი "რეალისა" და პორტუგალიის ნაკრების ლიდერის მშობლიურ ქალაქ ფუნშალში მდებარეობს.
ამის შესახებ ინფორმაციას Marca ავრცელებს.
მუზეუმის საზეიმოდ გახსნის ზუსტი დღე ჯერ უცნობია, რადგანაც ეს თავად ფეხბურთელის გრაფიკზეა დამოკიდებული, რომელიც პირადად აპირებს ცერემონიალზე დასწრებას.
მადეირაზე იმედოვნებენ, რომ რონალდოს მუზეუმის არსებობა კუნძულზე ტურისტების რაოდენობას კიდევ უფრო გაზრდის.
ეგ კი არა, იმასაც ამბობენ, რომ რეგიონული ხელისუფლება მომავალში სულაც რონალდოს ძეგლის დადგმას აპირებს...