"ოქროს ბურთის" მოპოვების სამი ფინალისტი გამოვლინდა

AutoSharing Option
ფიფამ და ჟურნალმა France Football-მა 2013 წლის "ოქროს ბურთის" მოპოვების სამი კანდიდატი დაასახელა.

კანდიდატებს შორის არიან კრიშტიანო რონალდო (პორტუგალია, მადრიდის "რეალი"), ლიონელ მესი (არგენტინა, "ბარსელონა"), ფრანკ რიბერი (საფრანგეთი, მიუნხენის "ბაიერნი").

რიბერიმ შესაძლოა "ოქროს ბურთი" კარიერაში პირველად მოიგოს. მის ანგარიშზე გერმანიის თასის, ჩემპიონატისა და ჩემპიონთა ლიგის მოგებაა.

რონალდო "მანჩესტერ იუნაიტედის" შემადგენლობაში 2008 წელს France Football-ის ვერსიით საუკეთესო ფეხბურთელი გახდა, თუმცა გასულ სეზონში "რეალთან" ერთად ერთი ტიტულიც ვერ მოიპოვა.

მესიმ "ოქროს ბურთი" ზედიზედ ოთხჯერ მოიგო (2009-12).

შეგახსენებთ, რომ "ოქროს ბურთის" მოგების კანდიდატთა
სია 23 ფეხბურთელისგან შედგებოდა.

"ოქროს ბურთის" გადაცემის ცერემონია შვეიცარიის ქალაქ ციურიხში 2014 წლის 13 იანვარს გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ გამარჯვებული ეროვნული ნაკრებების მწვრთნელების, კაპიტნების და მსოფლიოს ჟურნალისტების გამოკითხვით გამოვლინდება.
მკითხველის კომენტარები / 10 /
რიბერის ეკუთნის წელს
ლაშა
19:35 25-12-2013
0
მესი ჯობია ერტი ტავიტ ორივეს
kupata
01:17 15-12-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული