კრიშტიანო რონალდო World Soccer-ის ვერსიით წლის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" ფეხბურთელი კრიშტიანო რონალდო World Soccer-ის ვერსიით 2013 წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

ჟურნალისტებისა და ექსპერტების გამოკითხვის შედეგად რონალდომ "ბარსელონას" ფეხბურთელ ლიონელ მესისა და მიუნხენის "ბაიერნის" ნახევარმცველ ფრანკ რიბერის აჯობა.

რონალდომ 1075 ქულა დააგროვა, მესიმ - 926, ხოლო რიბერიმ - 870. შემდეგ მოდიან პსჟ-ის ფორვარდი ზლატან იბრაჰიმოვიჩი (658), "ბაიერნის" ნახევარმცველი არიენ რობენი (324) და "ბარსელონას" ფეხბურთელი ნეიმარი (286).

გამოცემის ვერსიით, წლის საუკეთესო მწვრთნელად "ბაიერნის" ყოფილი მთავარი მწვრთნელი იუპ ჰაინკესი დასახელდა, ხოლო წლის გუნდად მიუნხენის "ბაიერნი" აირჩიეს.

შეგახსენებთ, რომ World Soccer-ი
წლის საუკეთესო ფეხბურთელის გამოკითხვას 1982 წლიდან აწარმოებს. სამჯერ ეს ჯილდო ლიონელ მესიმ მიიღო (2009, 2011 და 2012).

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული