ამის შესახებ უეფას ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.
გამოკითხვაში ადგილობრივ ჩემპიონატში მონაწილე 12 კლუბის მწვრთნელები და გუნდების კაპიტნები მონაწილეობდნენ.
30 წლის ფორვარდი რეგულარულად თამაშობს ტურინელთა რიგებში და გასულ სეზონში გუნდთან ერთად იტალიის ჩემპიონი გახდა, სადაც 10 გოლი გაიტანა.
მეორე ადგილზე "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელი სტევენ იოვეტიჩი გახდა, ხოლო მესამეზე "სეულის" ფეხბურთელი დეან დამიანოვიჩი.
საუკეთესო მწვრთნელად კი "სუტესკას" თავკაცი დრაგან რადოიჩიჩი დაასახელეს, რომელიც გასულ სეზონში გუნდი ქვეყნის ჩემპიონი გახადა.