გერმანიის ჩემპიონატის და თასის, ჩემპიონთა ლიგის და ევროპის სუპერთასის მოგების შემდეგ "რეკორდმაისტერმა" მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზეც იმარჯვა და წელიწადი მაჟორულ ნოტზე დაასრულა.
მიუნხენელებმა საკლუბო მუნდიალი პირველად მოიგეს, საკონტინენტთაშორისო თასი კი "ბაიერნს" ორჯერ, 1976 და 2001 წლებში მოუგია.
ფინალური შეხვედრის ფავორიტი, რა თქმა უნდა, ხოსეპ გვარდიოლას გუნდი იყო, რომელმაც შეხვედრის ბედი უკვე 22-ე წუთზე გადაწყვიტა.
ანგარიში მეშვიდე წუთზე კუთხურის შემდეგ დანტემ გახსნა. მაროკოელებს თამაშგარე მდგომარეობის შექმნა სურდათ, მაგრამ ბრაზილიელი გამოეპარათ, რომელმაც ჟერომ ბოატენგის პასი
2:0-ის შემდეგ გასაგები გახდა, რომ მიუნხენელები უპირატესობას ხელიდან არ გაუშვებდნენ და პირველი ნახევარიც მშვიდ გარემოში დასრულდა.
მეორე ტაიმში მასპინძლებს რამდენიმე შანსი ჰქონდათ, რომელთაგანაც ყველაზე რეალური 84-ე წუთზე შეიქმნა.
"ბაიერნის" მცველების შეცდომის შემდეგ ცვლილებაზე გამოსული ვიანეი მაბიდე მანუელ ნოიერთან პირისპირ დარჩა, მაგრამ ბურთი პირდაპირ მეკარეს გაარტყა; დამატებაზე კი მუჰსინე მუტუალიმ ვერ ივარგა, რომელმაც 7 მეტრიდან კარს ააცილა. საბოლოოდ, 2:0 და "ბაიერნი" მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა.
"წელიწადში ხუთი ტიტულის მოგება ძალიან დიდი წარმატებაა. ბედნიერი ვარ და ვამაყობ ჩემი ფეხბურთელებით. ახლა ორკვირიანი პაუზა გვაქვს, რომლის შემდეგაც საქმეს დავუბრუნდებით და ახალ გამოწვევებს შევეჭიდებით. მიღწეულით კმაყოფილები ვართ, მაგრამ უკვე წინ ვიყურებით და მომავალზე ვფიქრობთ.
ჩემმა ფეხბურთელებმა იცოდნენ, რომ მაქსიმალური თავდადების გარეშე წარმატებას ვერ მივაღწევდით. პირველი 25 წუთის განმავლობაში ძალიან კარგად ვითამაშეთ, მაგრამ ამის შემდეგ ზეწოლა შევამცირეთ და ძალიან ცოტა საგოლე მომენტი შევქმენით," - განაცხადა ხოსეპ გვარდიოლამ.
ფინალური მატჩის დასრულების შემდეგ საუკეთესო ფეხბურთელის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
"ოქროს ბურთი" და ტურნირის საუკეთესო მოთამაშის პრიზი ფრანკ რიბერიმ დაიმსახურა, "ვერცხლის ბურთი" ფილიპ ლამმა მოიგო, ბრინჯაოს მფლობელი კი "რაჯა კასაბლანკას" ფორვარდი მუჰსინე იაჟური გახდა, რომელიც ორი გოლით, რონალდინიოსთან, სესარ დელგადოსთან და დარკო კონკასთან ერთად, ტურნირის საუკეთესო ბომბარდირადაც მოგვევლინა.
მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი
ფინალი
ბაიერნი-რაჯა კასაბლანკა 2:0
გოლები: 1:0 დანტე (7), 2:0 ტიაგო ალკანტარა (22)
ბაიერნი (4-1-4-1): ნოიერი - რაფინია, ჟ. ბოატენგი, დანტე, ალაბა - ლამი - შაჩირი (80. გიოტცე), ტიაგო ალკანტარა, კროოსი (60. ხავი მარტინესი), რიბერი - მიულერი (76. მანჯუკიჩი)
რაჯა კასაბლანკა (4-2-3-1): ასკრი - ელ ჰაშიმი, ბელმაალემი, ულჰაჯი, კარუში - გუეჰი, რაკი - შტიბი (50. მაბიდე), მუტუალი, ჰაფიდი (88. კაშინი) - იაჟური (78. სულაიმანი)
გაფრთხილება: ულჰაჯი, სულაიმანი
კუთხური: 7-2; ჯარიმა: 13-17; თამაშგარე: 4-3; კარში დარტყმა: 11-11 (7-5); ბურთის ფლობა: 73%-27%
მაყურებელი: 37 774
მატჩი მე-3 ადგილისთვის
გუანჯოუ-ატლ. მინეირო 2:3
გოლები: 0:1 დიეგო ტარდელი (2), 1:1 მურიკი (9), 2:1 კონკა (15-პენ), 2:2 რონალდინიო (45), 2:3 ლუანი (90)
გაძევება: რონალდინიო (87. ატლეტიკო მინეირო)
ბომბარდირები:
2 - რონალდინიო (ატლეტიკო მინეირო), დარიო კონკა (გუანჯოუ ევერგრანდი), სესარ დელგადო (მონტერეი), მუჰსინე იაჟური (რაჯა კასაბლანკა)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
მიუნხენის "ბაიერნმა" მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოიგო [VIDEO]