რონალდომ 2013 წელს უფრო მეტი გაიტანა, ვიდრე მესიმ და რიბერიმ ერთად

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" ფეხბურთელი კრიშტიანო რონალდო 2013 წლის ყველაზე შედეგიანი გახდა.

2013 წელს რონალდომ ყველა ტურნირის მატჩებში ჯამში 69 გოლი გაიტანა.

იანვრიდან დეკემბრამდე 28 წლის პორტუგალიელმა "რეალის" მაისურით ესპანეთის ჩემპიონატში 38 გოლი გაიტანა, 15 ჩემპიონთა ლიგაში და 6 ესპანეთის თასზე.

პორტუგალიის ნაკრების შემადგენლობაში კი რონალდომ 2013 წელს 10 გოლი გაიტანა.

აღსანიშნავია, რომ რონალდოს შემდეგ 2013 წელს გატანილი გოლების რაოდენობით პსჟ-ის ფეხბურთელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი (47) მოდ
ის, შემდეგ "ბარსელონას" ფორვარდი ლიონელ მესი (45), ლუის სუარესი (42, "ლივერპული") და ედინსონ კავანი (41, პსჟ).

საყურადღებოა ის ფაქტი, რომ 2013 წელს კრიშტიანო რონალდომ "ოქროს ბურთზე" თავისი კონკურენტების - ლიონელ მესისა და ფრანკ რიბერის (23) მიერ ჯამში გატანილ გოლებზე მეტი გაიტანა.

მომზადებულია Marca-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 2 /
90 golze roca ava mesi gaagvidzet :D
lasha
14:44 25-12-2013
0
:D:D
guka
21:38 25-12-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული