ტრანსფერები. 1-9 იანვარი: ჰონდა, ნაინგოლანი, ტრაორეები...

AutoSharing Option
1-ელ იანვარს ფეხბურთში მორიგი სატრანსფერო ფანჯარა გაიხსნა, რომელიც თვის ბოლოს დაიხურება. კლუბებს საშუალება მიეცათ, მიმდინარე სეზონში საჭირო კორექციები გააკეთონ, გააძლიერონ სუსტი რგოლები, შეცვალონ ტრავმირებული ლიდერები.

როგორც წესი, ზამთრის სატრანსფერო სეზონი ახლოსაც ვერ მივა ზაფხულისასთან, რომელიც ორ თვეს გრძელდება და გაცილებით სერიოზული ტრეიდებიც ხორციელდება. გამონაკლისი არც ეს სეზონი იქნება. ქვემოთ ყველა საინტერესო ტრანსფერს ნახავთ, რომლებიც 1-9 იანვარს მსოფლიო ფეხბურთში განხორციელდა.

ყველაზე "მყვირალა" ტრანსფერი მიუნხენის "ბაიერნმა" გააკეთა, თუმცა რობერტ ლევანდოვსკი "რეკორდმაისტერს" მხოლოდ მომავალი სეზონიდან შეუერთდება. უკვე განხორციელებული ცვლილებებიდან გამოვყოფთ აფრიკელი ბერტრან ტრაორეს
"ჩელსიში" გადასვლას, შემდეგ კი მის განათხოვრებას ქართველთა "ვიტესში"; ჯერ კიდევ ოქტომბერში ოფიციალურად დაანონსებულ ოპერაციას, რომელმაც იაპონელი კეისუკე ჰონდა რუსულ არმიას უფასოდ წაჰგვარა და "მილანს" მიჰგვარა; ლასინა ტრაორეს "მონაკოში" გადასვლას; რაჯა ნაინგოლანის იჯარას "რომაში" და მაგნუს ვულფ ეიკრემის მისვლას ოლე-გუნარ სოლსკიაერთან "კარდიფ სიტიში".

იანვრის მთავარი ტრანსფერები

1-ლი იანვარი
ფეხბ. საიდან სად თანხა
ბერტრან ტრაორე (ესპუარი-ჩელსი), თავ. აგ.
ბრეკ ში (სტოკი-ბარნსლი), იჯ.
ადამ კემპბელი (ნიუკასლი-სტ. მირენი), იჯ.
ხოსე სოსა (მეტალისტი-ატლეტიკო), იჯ.
კაზუკი ნაგასავა (იოკოჰამა-კიოლნი)
ფრანკა (ჰანოვერი-პალმეირასი), იჯ.
იან კირხჰოფი (ბაიერნი-შალკე), იჯ.
მარკოს ალონსო (ფიორენტინა-სანდერლენდი), იჯ.
ჯიბრილ სისე (ყუბანი-ბასტია), თავ. აგ.

2 იანვარი
ბერტრან ტრაორე (ჩელსი-ვიტესი), იჯ.
რუდი გესტედი (კარდიფი-ბლექბერნი)
ტომ კეირნი (ჰალი-ბლექბერნი)
გაელ კაკუტა (ვიტესი-ჩელსი), იჯ. დასრულდა

3 იანვარი
ალექსანდერ მერკელი (უდინეზე-უოტფორდი), იჯ.
მათიას რენეჯი (უდინეზე-უოტფორდი)
ადამ მორგანი (ლივერპული-იოვილი), თავ. აგ.

4 იანვარი
რობერტ ლევანდოვსკი (დორტმუნდი-ბაიერნი), თავ. აგ. ძალაში შევა ივნისიდან
ლასინა ტრაორე (ანჟი-მონაკო)
ალექსანდერ ეშვაინი (ნიურნბერგი-აუგსბურგი)
ლორენცო არიაუდო (კალიარი-სასუოლო)
კეისუკე ჰონდა (ცსკა-მილანი), თავ. აგ.

5 იანვარი
ფერნანდაო (ბაია-ბურსა), იჯ.
ალიაკსანდრ ჰლები (ბატე-კონია), თავ. აგ.

6 იანვარი
ჯორდან აიუ (მარსელი-სოშო), იჯ.
როჯერ ჯონსონი (ვულვზი-ვესტ ჰემი), იჯ.
თუნაი თორუნი (შტუტგარტი-ქასიმფაშა)
დარიო კრესიჩი (ლოკომოტივი-მაინცი), თავ. აგ.

7 იანვარი
კენეთ ომერუო (ჩელსი-მიდლსბრო), იჯ.
მარვინ ბაკალორცი (აინტრახტი-პადერბორნი), იჯ.
ონდრეი პეტრაკი (სლავია-ნიურნბერგი)
იზეტ ჰაიროვიჩი (გრასჰოპერი-გალათასარაი)
რაჯა ნაინგოლანი (კალიარი-რომა), იჯ.
სამუელ როზა (ფლუმინენსე-გალაქსი), იჯ.
შტეფან რაიზინგერი (ფორტუნა-ზაარბრიუკენი)
ტობიას ვაისი (ჰოფენჰაიმი-აინტრახტი), იჯ.
ედე ჩინედუ (მაინცი-კაიზერსლაუტერნი),იჯ.

8 იანვარი
მაგნუს ეიკრემი (ჰეერენვენი-კარდიფი)
პანაიოტის ტახციდისი (კატანია-ტორინო), იჯ.
რუბენ ბოტა (ლივორნო-ინტერი)

9 იანვარი
ჩუბა აკპომი (არსენალი-ბრენტფორდი), იჯ.
მეტიუ კენედი (ევერტონი-ტრანმერი), იჯ.
სამბუ იატაბარე (ოლიმპიაკოსი-ბასტია), იჯ.
კაბრალი (სანდერლენდი-ჯენოა), იჯ.
ჩარლი დევისი (რანდერსი-ნიუ ინგლენდი)

შენიშვნა: იჯ. - იჯარა; თავ. აგ. - თავისუფალი აგენტი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული