სერბ ტელეწამყვანს, რომლის სილამაზე ფეხბურთელებს "აშტერებს", მოედანზე აღარ უშვებენ [VIDEO+PHOTO]

AutoSharing Option
სერბ ტელეწამყვან კატერინა სრეჩკოვიჩს მატჩის დროს მოედნის სიახლოვეს არ უშვებენ - ისეთი ლამაზია, ფეხბურთელებს თავგზას ურევსო. ბელგრადული გუნდების, "პარტიზანისა" და "ცრვენა ზვეზდას" შეხვედრის დროს, კლუბების წარმომადგენლებმა სწორედ ამის შესახებ დაიჩივლეს.

"ეს ამბავი ჩემს თავს პირველად არ ხდება. უკვე მეორედ მომთხოვეს, მოედანს გავცლოდი, რადგან მოთამაშეების ყურადღებას ვიპყრობ. ფეხბურთელები წუწუნებდნენ კიდეც, ფეხბურთზე ვეღარ ვფიქრობთო", - კეკლუცობს 25 წლის სერბი ტელეწამყვანი და დასძენს, ფეხბურთელები ლამის რიგში დგებიან, ინტერვიუ რომ მომცენო...

ცნობისთვის, კატერინა "ცრვენა ზვეზდას" დიდი გულშემატკივარია და საკლუბო არხზე საფეხბურთო შოუც მიჰყავს.
იხილეთ
ვიდეო

Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 2 /
ეგ ეტყობა მაგათი მაია ასათიანია :))) აუ, ამ ჩვენს ვინმემ ვუშველოთ რამე, მადლია, ტოოო
ksota
14:36 11-11-2014
0
ესეთი რა ქალია ამის გამო თამაშები ჩერდებოდეს. მაგარი გალიაკია ეტყობა ბელგრადში კაი ქალების
xoxoxo
12:09 11-11-2014
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული