პსჟ-მ "ეკიპის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ ჩემპიონთა ლიგაზე მათი გუნდისა და "ცრვენა ზვეზდას" მატჩი (6:1) ჩაწყობილი იყო, ოფიციალური განცხადება გააკეთა.
"კლუბი კატეგორიულად უარყოფს პირდაპირ ან ირიბ მონაწილეობას ამ ბრალდების საკითხში.
პსჟ მზადაა ითანამშრომლოს გამოძიებასთან და არ მოითმენს თუნდაც მცირე თავდასხმას კლუბისა და კლუბის თანამშრომელთა რეპუტაციაზე. ამ მიზნით პსჟ მზადაა ნებისმიერ მხარეს, რომელიც ავრცელებს ცილისმწამებლურ განცხადებებს, სასამართლოში უჩივლოს".