L’Equipe. უეფას ეჭვი აქვს, რომ პსჟ - "ცრვენა ზვეზდა" ჩაწყობილი იყო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"ეკიპის" ცნობით, უეფას ეჭვი აქვს, რომ ჩემპიონთა ლიგაზე პსჟ-სა და "ცრვენა ზვეზდას" მატჩი (6:1) ჩაწყობილი იყო.

თურმე, უეფას აცნობეს, რომ სერბული კლუბის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა სხვადასხვა საბუკმეკერო კანტორებში თავისი გუნდის 5 გოლით წაგებაზე დადო ფსონები.

AFP ირწმუნება, რომ შესაძლოა საჭირო შედეგის მისაღწევად მან თავისი გუნდის რამდენიმე ფეხბურთელის სამსახურით ისარგებლა.

უეფამ მომხდარის შესახებ საქმის კურსში ჩააყენა საფრანგეთის პროკურატურა.

"ცრვენა ზვეზდა" კი ყველაფერს უარყოფს და აცხადებს, რომ მსგავსი ცილისწამება ზიანს აყენებს კლუბის იმიჯს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული