ფაბიო კაპელოს ვლადიმერ ჟირინოვსკიმ ევროსაბჭოს აგენტობა დააბრალა

AutoSharing Option
უნგრეთთან მოგებული ამხანაგური მატჩით ფაბიო კაპელომ რუსეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი კი შეინარჩუნა, მაგრამ საკითხავია, რამდენი ხნით.

გამოცდილი იტალიელი სპეციალისტის წინააღმდეგ სერიოზული კამპანიაა აგორებული. სპეციალისტების გარდა, საქმეში უკვე ექსცენტრიკული პოლიტიკოსი და ოდიოზური ფიგურა ვლადიმერ ჟირინოვსკი ჩაერთო, რომელმაც თქვა, არ გამოვრიცხავ, კაპელო ევროსაბჭოს მიერ შემოგზავნილი კაცია, რომელმაც ჩვენი ფორმა გადაიცვა და განგებ მუშაობს ცუდადო...

მწვრთნელს დამცველებიც ჰყავს, მაგალითად, ალექსანდრ მოსტოვოი - იმის მიხედვით მუშაობს, როგორი ფეხბურთელებიც არიან მის განკარგულებაშიო.

მოკლედ, არ არის გამორიცხული, უახლოეს დღეებში კაპელო გაუშვან ან თავად გადადგეს. იქამდე
კი იტალიელმა აღნიშნა, ძალიან გული მწყდება, როდესაც ვხედავ, რა კარგად თამაშობს ზოგიერთი ფეხბურთელი თავის კლუბში და როგორც ცივად და ჟინის გარეშე - ნაკრებშიო.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული