"გრენხენი" შინ ანგარიშით 0:10 დამარცხდა. გამანადგურებელი ანგარიშით მარცხის შემდეგ კლუბის ხელმძღვანელობამ ერთბაშად 11 ფეხბურთელს გაუწყვიტა კონტრაქტი.
"კლუბში სპორტულ დეპარტამენტს ვხელმძღვანელობ და როცა საქმეები ცუდად მიდის, მოქმედებაა საჭირო. მე იმ ადამიანთა კატეგორიას ვეკუთვნი, რომლებიც ცოტას საუბრობენ და ბევრს აკეთებენ", - თქვა რენატო ბრუნმა.
აი, რაც შეეხება მწვრთნელს, მისი გუნდში დარჩენის საკითხი ჯერჯერობით უცნობია.