მიშელ პლატინი 2018 და 2022 წლების მუნდიალების მასპინძლობაზე ხელმეორე არჩევნებს არ გამორიცხავს

AutoSharing Option
უეფას პრეზიდენტი მიშელ პლატინი არ გამორიცხავს, რომ მსოფლიოს 2018 და 2022 წლების მუნდიალების მასპინძლობაზე კენჭისყრა ხელმეორედ ჩატარდეს.

ფრანგმა ფუნქციონერმა მოუწოდა ფიფას, მთლიანად გამოაქვეყნოს 2018 და 2022 წლების მსოფლიოს ჩემპიონატების მასპინძელი ქვეყნების არჩევის პროცესთან დაკავშირებული გამოძიების ანგარიში, რომელიც მაიკლ გარსიამ მოამზადა.

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის მუნდიალის მასპინძლობის უფლება რუსეთმა მიიღო, 2022-ის კი - ყატარმა.

"ვისურვებდი, რომ ანგარიში სრულად გამოქვეყნებულიყო, თუმცა, ამავდროულად, ეს ეთიკის კომიტეტის წესების დაცვით უნდა მოხდეს. თუკი ჩატარებულ არჩევნებში დარღვევები გამოიკვეთება, კენჭისყრა განმეორებით უნდა ჩატარდეს", - თქვა პლატინიმ.

გამოძიების
შედეგად, რომელსაც ფიფას ეთიკის კომიტეტის საგამოძიებო პალატის ხელმძღვანელი მაიკლ გარსია ერთი წლის განმავლობაში ატარებდა, 75-ზე მეტი მოწმე დაიკითხა. საქმე 200 ათასამდე გვერდისგან შედგება. ნოემბერში ფიფამ გამოაცხადა, რომ 2018 და 2022 წლების მუნდიალების მასპინძლების არჩევნებში დარღვევები არ გამოვლინდა, გარსიამ კი მოგვიანებით განაცხადა, რომ ფიფას ანგარიშში გამოძიების შედეგები არასრულად და არასწორად არის ასახული.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული