იასინ ბრაჰიმი აფრიკის წლის ფეხბურთელია

AutoSharing Option
აფრიკის 2014 წლის საუკეთესო ფეხბურთელად BBC-მ იასინ ბრაჰიმი დაასახელა. 24 წლის ალჟირელს მართლაც კარგი წელიწადი აქვს, მან მსოფლიოს ჩემპიონატზეც დაგვამახსოვრა თავი კარგი თამაშით და "გრანადადან" "პორტუში" გადასვლის შემდგომაც დიდებულად გამოიყურება.

მან ისეთ ფეხბურთელებს აჯობა, როგორებიც წინა წლის გამარჯვებული, კოტდივუარელი იაია ტურე, ტურეს თანამემამულე ჟერვინიო, საუცხოო ნიგერიელი მეკარე ვენსან ენიეამა და სხვანი არიან. იაიამ გამარჯვებულს ეს წარმატება "ტვიტერზე" უკვე მიულოცა კიდეც.

არადა, ტურეს შეეძლო ჯეი-ჯეი ოკოჩას შემდეგ გამხდარიყო პირველი, ვინც ამ ჯილდოს ზედიზედ მეორედ მოიპოვებდა.

"ჩემთვის დიდი პატივი და აღიარებაა ამ
ჯილდოს მოპოვება. ძალიან გახარებული ვარ და ეს დამატებით მოტივაციას მომცემს. ამ ჯილდოს ჩემს ქვეყანას და იმ ადამიანებს ვუძღვნი, ვინც ხმა მომცა. ასევე, ვფიქრობ, რომ ეს აღიარება სრულიად აფრიკისთვისაა საზიარო, რადგან საუბარი ჩვენი კონტინენტის გამორჩეულ ფეხბურთელზეა" - განაცხადა ბრაჰიმიმ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული