მექსიკურმა "კრუს ასულმა" 3:1 დაამარცხა ავსტრალიური "ვესტერნ სიდნეი უონდერერსი". ამერიკულმა გუნდმა 9 კაცით დარჩენილი ავსტრალიური კლუბი მხოლოდ დამატებით დროში დაამარცხა.
ცუდ მეტეოროლოგიურ პირობებში მიმდინარე მატჩში ანგარიში "უონდერერსმა" გახსნა 65-ე წუთზე, თუმცა მატჩის მიწურულს ტორადომ პენალტით გაათანაბრა. გამარჯვების გოლი გამოცდილმა არგენტინელმა მარიანო პავონემ 108-ე წუთზე გაიტანა, ხოლო ტორადომ 118-ეზე კიდევ ერთხელ შეარხია პენალტით ავსტრალიელთა კარის ბადე.
"სიდნეი" ფიზიკურად ძლიერი გუნდია. მეტოქემ ძალიან გაგვირთულა საქმე, თუმცა ბიჭებმა შეძლეს თამაშის შემოტრიალება.
მეორე მეოთხედფინალურ მატჩში ახალზელანდიურმა "ოკლენდ სიტიმ" 1:0 მოუგო ალჟირულ "ეს სეტიფს".
არადა, "ოკლენდი" აქამდეც საკვალიფიკაციო მატჩის წყალობით მოვიდა. ზელანდიელებს ინგლისელმა ჯონ ირვინგმა მოაგებინა. ოთხშაბათს ნახევარფინალში "ოკლენდი" არგენტინულ "სან ლორენსოს" შეხვდება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"